კუდუსუნის სავარაუდო მოტეხილობა - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 7 თვის ორსული ვიყავი რომ დავეცი კიბეზე. ამტკივდა კუდუსუნი საშინლად.ვერ ვჯდებოდი ვერც ვწვებოდი.განსაკუთრებით წამოდგომის დროს მტკიოდა.რენდგენი არგადამიღეს ორსულობის დროს არ შეიძლებაო. მშობიარობის მერე ტრავმატოლოგთან მივედი და ეხლა ბზარიც რომ ყოფილიყო რენდგენში მაინც არ გამოჩნდებაო.მოკლედ მას შემდეგ 2 წელი გავიდა და აღარც მივსულვარ ექიმთან. არადა ისევ მტკივა კუდუსუნის დაბოლოება განსაკუთრებით მარცხენა მხარეს. მართალია ისე აღარ მტკივა როგორც მაშინ მაგრამ ეხლაც ძალიან მაწუხებს.დიდხანს ვერ ვჯდები მტკივდება
პასუხი:

მოგესალმებით,
კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 4-5 განუვითარებელი, უმოძრაო მალისგან შედგება. ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმული ზემოქმედებით არის შესაძლებელი.
თქვენს შემთხვევაში, კუდუსუნის ძვლის მოტეხილობა არ არის გამორიცხული. თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მოხდა არასწორი ფიქსაცია, ამიტომ ტკივილი შედარებით მცირეა.
პირველადი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, ჩატარდეს რენტგენოგრაფიული კვლევა, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს მოტეხილობა და დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდი, რომელიც დიაგნოზის მიხედვით სხვადასხვაა.
გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ თქვენს ტრავმას, რადგან კუდუსუნის მოტეხილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დაზიანება!
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეარჩევს მკურნალობის შესაბამის კურსს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა