კოქსართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, დამიდგინეს მარჯვენა ფეხზე კოქსარტროზის მეორე სტადია, ამასტან ერტად ამტკივდა მარჯვენა მუხლი, დამეწკო კუნთების და ძვლის წვა, რენტგენმა და ეხოსკოპიამ არაფერი აჩვენა, თქვენ რას მეტყვით რის ბრალია? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
კოქსართროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა.
დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მთავარი სიმპტომები, რომლებიც პაციენტს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.
ეს სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარად აწუხებს. კოქსართროზით დაავადებულს უჭირს დახრა, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგმა, ჩაკუზვა.
ტკივილი ძლიერდება მოსვენების შემდეგ აქტიურ მდგომარეობაში გადასვლისას, ხოლო გახურების შემდეგ მცირდება.
კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
გირჩევთ, მობრძანდეთ, გაიაროთ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაცია ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც მენეჯრთან ერთად გაგცემთ ამომწურავ პასუხს ფინანსებთან დაკავშირებით და დაფინანსების მოპოვების მიზნებისათვის გადმოგცემთ სათანადო დოკუმენტაციას.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 

გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა