მოგესალმებით,
ზოგადად, მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი სხვადასხვაა, კერძოდ შეიძლება ეს იყოს : სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
როგორც ჩანს, თქვენ უკვე მიმართეთ თქვენს ოპერატორს, რაც ცხადია სწორია. ყველაზე მეტად, სწორედ მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
დანიშნული მკურნალობის შედეგიც უკვე სახეზეა და ეს ადასტურებს, რომ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ არჩეული სტრატეგია მართებულია.
მიმოწერის რეჟიმში, უშუალო ვიზიტისა და ჩატარებული კვლევების მონაცემთა შეფასების გარეშე, გაგვიჭირდება ალტერნატიული გზებზე საუბარი.
ასე რომ, გირჩევთ მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით!!!!! 9 თვის ცინ ჩამიტარდა მარცხენა მენჯბარძაყის ენდოპროტეზირება ,იქვე ორ დღეში ნაღველმა მომცა შეტევა და ამომკვეთეს ნაღვლის ბუშტიც,ამის შემდგომ ბარძაყზე ჭრილობაზე ძაფების ამოღებისას გაეხსნათ ნაკერი,რამაც გამოიწვია ჭრილობის გახსნა და მთელი 4 თვის მანძილზე ჩემი ქირურგი მიკეთებდა გადახვევებს, ჭრილობა ჩაიხურა,თუმცა დარჩა ფისტულა,დავთესე გამონადენი ბაქტეროლოგიურ ლაბორატორიაში და ამოითესა სტაფილოკოკი,დამინიშნეს ფაგიოს გამორეცხვები,რამაც საგრძნობლად შეამცირა გამონადენიც,თუმცა მაინც დარჩა სულ მცირე წერტილი ,რაც მიქმნის დისკომფორტს,ჩემმა ქირურგმა მითხრა ან უნდა ამოვიგოთ პროტეზი ან ასეთი გამონადენი გექნება რომელიც გამოიწვია ნაღვლის ბუშტმაო,რისიც მე ნაკლებად მჯერა,სტაფილოკოკი სტაციონალური ბაქტერია უფროა ჩემის აზრით.....გთხოვთ მითხრათ რა არის ამ ფისტულის პრვენცია ისე რომ კიდევ არ გახდეს პროტეზი ამოსაღები,გართულებები სხვა არაფერი მაქვს .გმადლობთ წინასწარ !!!!!!!
პასუხი: