კითხვა: გამარჯობა,მაქვს ძვლების ტკაცუნი ყველგან თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს და გამომშრალი მაქვს ძვლები,გავიკეთე ოკტომბერში ყველანაირი ანალიზი ყველაფერი რიგშია კალცი ნორმა მაქვს სისხლში და მერე გადავიღე დესინომეტრია და იქ დამისვეს დიაგნოზი ოსტროპენია,გამომიწერა კალცი 3 თვე ვსვი მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს,გთხოვთ დამაკვალიანეთ რაგავაკეთო,არ მაქვს საშვილოსნო ვარ 34 წლის ,მეორე ბავშვზე ამომიღეს
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოპენია არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს, ძვლის რენტგენოლოგიური ჩრდილის სიმკვრივის დაქვეითებას (ძვლის სტანდარტული რენგენოგრაფიის დროს) ან ძვლის მასის შემცირებას.
მისი ძირითადი გამომწვევია ოსტეოპოროზი, ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ გესმით სახსრებიდან უსიამოვნო ხმები, მოძრაობის დროს სახსრების სხვადასხვა ელემენტი გადაადგილდება, რაც გამოსცემს ხმაურს, ხრჭიალს და ტკაცუნს. ყველაზე ხშირად ხმაურობენ მუხლები, ხერხემალი და კოჭები. სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ ხსნარში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი.
სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა