მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საუბარი გაქვთ ქუსლის ძვლის დეზზე, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს.
მდგომარეობა იწვევს სქელი ე.წ. პლანტარული ფასციის ანთებასა და ტკივილს. პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
ასეთი ძვლოვანი წანაზარდები გვხვდება როგორც ყმაწვილობის, ისე ხანდაზმულ ასაკში, მამაკაცებში უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში.
ისინი შეიძლება გაჩნდეს ერთ ან ორივე ქუსლზე. მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული მკურნალობა.
ობიექტური დათვალიერების შემდეგ, ექიმი თავად გადაწყვეტს ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!