მუხლების ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ვარ 53 წლის აქამდე სერიოზულად არაფერს შეუწუხებივარ ეხლა შემისივდა და მტკივა მუხლი მიჭირს სიარული და მოხრა გაშლა ,ერთი წელი ვიმუშავე ისეთ სამუშაოზე სულ ვიჯექი.ერთი თვეა რაც დავანებე ამ სამუშაოს და ახლა ხშირად ფეხზე ვარ.შეიძლება ამის მიზეზია.მირჩიეთ რომელ ექიმთან მივიდე მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი გრძელია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ.
მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს და იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.

პატელოფემორალური ტკივილის სინდრომი

იგივე კვირისტავის ქონდრომალაცია, ქალებთან წინა მუხლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. წარმოიდგინეთ, რომ კვირისტავი მატარებელია, რომელიც ისე მოძრაობს ბარძაყის ძვალზე, როგორც რელსებზე. ნებისმიერი ფაქტორი, რაც კი „მატარებლის რელსებიდან“ გადასვლას გამოიწვევს, პატელოფემორალური ტკივილის სინდრომის მიზეზად იქცევა. ყველაზე ხშირად ეს შეიძლება იყოს:

  • კუნთების სისუსტე;
  • კიდურის პათოლოგიური წყობა;
  • კუნთების დაჭიმვა;
  • გადაძაბვით მიღებული ტრავმა.

პაციენტი უჩივის მუხლის ზომიერ ტკივილსა და დისკომფორტს, რომელიც, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ აღმოცენდება.

მუხლქვეშა ტენდინიტი

ეს არის მყესის ანთება, რომელიც შედარებით იშვიათი პათოლოგიაა. მისთვისაც მუხლის გარეთა ნახევრის ტკივილია დამახასიათებელი. უფრო ხშირად გვხვდება ღრძობა და დაჭიმულობა, რომელიც მუხლის ჯვარედინ იოგებს მოიცავს. დამახასიათებელი ჩივილებია:

  • ტკივილი;
  • შეშუპება;
  • სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან ვიზიტზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა