ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: მარცხენა მხარის და იდაყვამდე ხელის ძვალში ვგრძნობ ტკივილს რამდენიმე წელია. რამოდენიმე თავის წინ შეიმჩნევა ასევე ქსოვილის ერთ ადგილზე გამკვრივება. რა დაავადება შესაძლოა იყოს ან რა სახის კვლევა უნდა ჩავიტარო გთხოვთ მომწეროთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს, ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიურ მდგომარეობას, რის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, რბილი ქსოვილების შეშუპებას ან გამკვრივებას.
აუცილებელია კლინიკური მონაცემების შეგროვების ეტაპზე რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
ასევე, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტი.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა