მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- გონართროზი – ეტიოლოგია;
- რას იწვევს გონართროზი;
- მკურნალობის მეთოდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა.
ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის პათოლოგიები:
- სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანება;
- ანთება;
- ტკივილი;
- მოძრაობის შეზღუდვა.
თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა, მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
მუხლის სახსრის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, პაციენტს ენიშნება შემდეგი სახის მკურნალობა:
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
- ანალგეტიკები;
- ჰორმონები.
თუ მუხლის სახსარში დაგროვებულია ექსუდატი, სისხლი ან სინოვიური სითხე – ხდება სითხის ასპირაცია (ამოღება, გამოდევნა).
- მანუალური თერაპია (კუნთოვანი და სასახსრე ტექნიკა);
- ფიზიოთერაპია.
თუ კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ, სასურველი შედეგი არ დადგება, კეთდება ართროსკოპია (მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება).
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, ამის შემდეგ შეადგენს კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების რაციონალურ სქემას, ამის შემდეგ კი, აუცილებად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურ, მკურნალობის მეთოდს.
კონკრეტულად რომელი მედიკამენტი იქნება შესაბამისი, დისტანციურად ვერ მოგახსენებთ და გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რადგან შესაძლოა მიიღოთ უკუეფექტი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!