მუხლის სახსრის ართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: 10 დღეა დამეწყო აუტანელი ტკივილები მარჯვენა ფეხის წვივის კუნთებში. ამ ფეხის მუხლში მაწუხებს ართროზი რის გამოც ვასრულებ სპეციალურ ვარჯიშებს უკვე 8 თვეა, აქამდე ეს ტკივილები არ მქონია წვივში , გთხოვთ მირჩიოთ რამე.
პასუხი:

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის გონართროზი;
  • რას იწვევს გონართროზი;
  • მკურნალობის მეთოდები.

მუხლის სახსრის ართროზი იგივე გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ისე მეორეული, ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად.
ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას. თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
ზოგადად, მასაჟმა და სამკურნალო ფიზკულტურამ სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია სეანსები ჩატარდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
მუხლის სახსრის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, პაციენტს ენიშნება შემდეგი სახის მკურნალობა:

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ანალგეზიური საშუალებები ;
  • ჰორმონები.

თუ მუხლის სახსარში დაგროვებულია ექსუდატი, სისხლი ან სინოვიური სითხე – ხდება სითხის ასპირაცია (ამოღება, გამოდევნა).

  • მანუალური თერაპია (კუნთოვანი და სასახსრე ტექნიკა);
  • ფიზიოთერაპია.

თუ კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ, სასურველი შედეგი არ დადგება, კეთდება ართროსკოპია ,რაც მოიცავს შემდეგს : დაზიანებული სასახსრე ხრტილის ამოკვეთას,ანთებითი სინოვიალური გარსის მოცილებას,სახსარში არსებული თავისუფალი სხეულის (თაგვის) მოცილებას .
თუ მკურნალობის ეს მეთოდიც უეფექტო აღმოჩნდა, შემდგომ ტარდება მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება .
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, ამის შემდეგ შეადგენს კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების რაციონალურ სქემას, ამის შემდეგ კი, აუცილებად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურ მკურნალობის მეთოდს.

ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა