ტყვია სისხლში, მენისკი - ტრავმატოლოგია

კითხვა: რით უნდა ვუმკურნალო ბავშვს რომელსაც ტყვია აღმოაჩნდა მაჩვენებელი 9. ან ვის მივმართო გთხოვთ დამაკვალიანოთ ან რაიმე პროგრამა თუ არსებობს. მენისკი გაგლეჯის შემთხვევაში ოპერაცია რომ არ გაკეთდეს ის გაგლეჯილი რას გამოიწვევს
პასუხი:

მოგესალმებით,
ტყვია, ანუ ლითონის ეს სახეობა , იმ მავნე ფაქტორებიდან ერთ–ერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს. თუმცა არსებობს ზღვრულად დასაშვები ნორმები. საქართველოში მცხოვრებთა მონაცემებით, (ვინც ჩაიტარა კვლევა) ეს რიცხვი ცილდება ამ მაჩვენებელს.
ტყვიის შემცველი პროდუქციიდან აღსანიშნავია:

  • სათამაშოები;
  • საღებავები;
  • კონსერვირებული პროდუქტი;
  • ეთილირებული საწვავი;
  • ნანადირევი ხორცი;
  • ძველი წყალსადენი მილები.

ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ტოქსიკოლოგს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
მენისკი კი, მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური. სახსრის წინ ისინი იოგებით არიან შეერთებულნი. გარეთა მენისკი უფრო მოძრავია, ვიდრე შიგნითა, ამიტომ მისი ტრავმული დაზიანება უფრო იშვიათია. შიგნითა მენისკი ნაკლებად მოძრავია და მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
თუ ოპერაციას არ გაიკეთებთ, ამას მოჰყვება სახსრის რეაქტიული არასპეციფიური ანთება, რაც საბოლოოს იწვევს სახსრის ბლოკირებას.
ასეთ დროს აღინიშნება მუხლის ტკივილი, მოძრაობის (განსაკუთრებით - გაშლის) მკვეთრი შეზღუდვა, ჰემართროზი (სახსრის ღრუში სისხლის დაგროვება) და სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში.
ოპერაციული მკურნალობა მენისკის ამოკვეთას გულისხმობს.
უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა