ოსტეოართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ოსტეოართროზი დიაგნოზი..ერთი წელია ვმკურნალობ სხვადასხვა ექიმებთან მარა შედეგი ნულის ტოლია. არის თუ არა ამისი საშველი თუ ტყუილა ფულის ყრაა და სხვა არაფერი.მუხლი მაქვს შესიებული და ძალიან მტკივა.დავიღალე უკვე ამდენი წამლებით.გთხოვთ მირჩიოთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
ზოგადად, მუხლის სახსრის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება წვივისა და ბარძაყის ძვლები. სახსრის კომპონენტები: სასახსრე ჩანთა, მყესები, იოგები, სინოვიური გარსი, სინოვიური სითხე – მის თავისუფალ მოძრაობასა და მოქნილობას უზრუნველყოფს.
ამ დაავადების მკურნალობის მიზნით , მართლაც , უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ბევრი უკვე დრომოჭმულია და ნაკლებადეფექტური. ამჟამად არსებობს თანამედროვე საშუალებები, რომელთა შესახებაც შეიძლება გაიგოთ ჩვენს კლინიკაში ორთოპედ-ტრავმატოლოგთან ვიზიტის შემთხვევაში. მის მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ შემოგთავაზებთ მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს ,რომელსაც თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩაგიტარებენ .
მობრძანდით ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებში, ხუთშაბათს ან შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა