ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს - ტრავმატოლოგია

კითხვა: 6 წლის წინ დავეცი და დავარტყი ქვას ბარძაყის შიგნითა მხარე, მქონდა 1 თვის განმავლობაში მკვეთრი სილურჯე. ამ ბოლო დროს ვგრძნობ ზუსტად იმ ადგილას ტკივილს. რა შეიძლება იყოს მიზეზი
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შემთხვევაში თქვენი 6 წლის წინანდელი ტრავმა საკმაოდ ხანდაზმულია, ამიტომ ვფიქრობთ, ჩივილის გამომწვევი აღნიშნული ვერ იქნება.
ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს შესაძლოა, გამოიწვიოს ბარძაყის სახსრის პრობლემებმა.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს. ასევე, შესაძლოა თქვენი პრობლემა უკავშირდებოდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ–დისტროფიულ (დეგენერაციულ) დაავადებას – კოქსართროზს.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია შესაბამისი კლინიკური კვლევის ჩატარება, რისთვისაც უნდა მიმართოთ ექიმს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგს, რომელიც დაადგენს თქვენი ჩივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა