მოგესალმებით,
პატელოფემორალური ტკივილის სინდრომი, იგივე კვირისტავის ქონდრომალაცია, მდედრობითი სქესის წარმომადგენლლებში წინა მუხლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
თავად კვირისტავის ქონდრომალაციის გამომწვევი კი, შესაძლოა იყოს:
- კუნთების სისუსტე;
- კიდურის პათოლოგიური წყობა;
- კუნთების დაჭიმვა;
- ტრავმა.
მისი ეფექტური მკურნალობა გულისხმობს კუნთების აქტივობის გაზრდას, ნელა პროგრესირებად სავარჯიშო რეჟიმს.
მუხლის თაგვი
ვითარდება მენისკის ნაწილის მოგლეჯვის შედეგად და სახსრის ღრუში თავისუფალად მოძრავ სხეულს ნიშნავს. სახელიც შესაბამისია, ნაწილი დაძვრება ვიწრო ღარებში, რომელიც შესაძლოა, ჩაიჭედოს და მოხდეს სახსრის ბლოკირება.
ასეთ დროს პირველ ეტაპზე ტარდება ართროსკოპია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თერაპიული მკურნალობის პარალელურად. ართროსკოპიის დროს ქირურგი ასუფთავებს სახსარს გადაგვარებული ქსოვილისაგან.
თქვენი ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებას მკურნალობის შემდგომი დაგეგმვის მიზნით.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და უფასო კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!