ქუსლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაქვს ტერფის ძვლის დეფორმაცია მე-2 ხარისხის.იმავე ფეხზე მაწუხებს ქუსლის ტკივილი.განსაკუთრებით დილით.არის თუარა ერთმანეთთან კავშირში,თუ სხვა პრობლემასთან მაქვს საქმე?მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლებელია, თქვენს მიერ აღნიშნული ტერფის ძვლის დეფორმაცია განაპირობებდეს ქუსლის ტკივილს, თუმცა მეორე შესაძლო მიზეზია, ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა.
ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე - პოდაგრა და ოსტეოპოროზი.
დასაზუსტებლად საჭიროა მობრძანდეთ გასინჯვაზე ტრავმატოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.
დაგენიშნებათ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული გამოკვლევათა პაკეტი და შემდგომ, შედეგების მიხედვით სათანადო მკურნალობა.
კლინიკაში ამ ეტაპზე ტარდება აქცია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციით, წინასწარი ჩაწერით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა