მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,ვვარაუდობთ ,რომ საქმე ეხება ოსტეოპოროზით გამოწვეულ მოვლენებს .ხოლო ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო საშუალებად ,დღესდღეობით მიჩნეულია დენსიტომეტრია .ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება. ოსტეოპოროზი კი სიტყვა-სიტყვით “ფოროვან ძვალს” ნიშნავს და ძვლოვანი მასის შემცირებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება.
ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.
ვერ ვხვდებით ,რომელ ოპერაციაზე ამბობთ ,სადმე ხართ ნამყოფი და რამე შემოგთავაზეს თუ არა ? ოსტეოპოროზის შემთხვევაში ოპერაციები ტარდება მაშინ ,როდესაც რაიმე ზიანდება ამ პათოლოგიის შედეგად .ან პრევენციის მიზნით .
დეტალებში გასარკვევად და სპეციალისტის აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
აღნიშნულ ექიმთან გვაქვს უფასო აქციის დღეები ხუთშაბათი და შაბათი.
მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.მაწუხებდა მარჯვენა ფეხის ძლიერი ტკივილები.გადადიოდა ტკივილი მუხლიდან კოჭზეც.5 წლის წინ ვმკურნალობდი.მიდიოდა ძვლის ცვეთა.ეხლა დამეწყო მარცხენა ფეხზეც იგივე ტკივილები.მაინტერესებს უოპერაციოდ თუ შეიძლება მკურნალობა და რამდენად მართებულია.მადლობა
პასუხი: