კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაცია - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ფეხი მქონდა მოტეხილი რის გამოც კუნთი საკმაოდ გამელია წვივზეც და ბარძაყზეც. დაახლოობით რადრო სჭირდება რომ პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს სპორტ დარბაზით და მის გარეშე? 25 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
თანამედროვე, სწორი მკურნალობით შესაძლებელია ახალი კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციისა (აღდგენისა) და ზრდის სტიმულაცია, ზოგიერთი დაკარგული შესაძლებლობის აღდგენა. მიოპათიისა და ამიოტროფიის მკურნალობა კომპლექსურია და განსაზღვრული სახის სამედიცინო მანიპულაციების რეგულარულ შესრულებას გულისხმობს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად კომპლექსში შედის სამკურნალო (ცილებით მდიდარი) კვება, ფიზიოთერაპია, მასაჟი და ა.შ.
როგორც მედიკამენტებს, ისე სპეციალურ სპორტულ ვარჯიშებს – პაციენტის ასაკის, სქესის, მიოპათიის ტიპის გათვალისწინებით არჩევენ და ინდივიდუალურია.
ასეთი ვარჯიშებისათვის, აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია და სერტიფიცირებული მწვრთნელი, რათა დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომელიც თავიდან აგაცილებთ შესაძლო გართულებებს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა