თვალისა და ზედა ყბის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვიყავი გაციებული ბოლო 2 დღეა უკეთ ვარ მაგრამ მაქვს ტკივილის შეგრძნება თვალის და ზედა ყბას შორის. ძვალზეც თუ მივიდე ხელი მტკივა და ასევე ტკივილი თითქოს გადადის ღრძილებზე, თვალიც ოდნავ შესიებული მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? დამეწყო მაშინ როდესაც გაციებული ვიყავი და სიცხე მქონდა. ამჟამად არ მაქვს სურდო, არ მაქვს დაზიანებული კბილი, არ მაქვს სიცხე.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, საქმე ეხებოდეს, სახის მეშვიდე ნერვის დისფუნქციას ან თვალის ნერვის ანთებას, რომელიც ირადირებს (გადაეცემა).
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა