კითხვა: ნევროზი მაქ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე როგორ ვიმკურნალო ლოუდეპს ვსვამ უკვე ერთი წელია თუ შეიძლება, რომ გავაგრძელო კიდე?
პასუხი:

მოგესალმებით!
თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ყოველდღიური პრობლემები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება. ეს დაავადებათა ჯგუფია, რომელიც ფსიქიკური ტრავმის შედეგად იჩენს თავს და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, ხასიათის ლაბილურობითა და სომატოვეგეტატიურ ცვლილებათა წყებით ვლინდება.
ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან განსასხვავებლად. როდესაც ცნობილია შფოთვითი დარღვევების გამომწვევი მიზეზი და ის მართვადია, შესაძლებელია სრული განკურნება. თუ მიზეზი უცნობია შფოთვა შეიძლება ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასეთ შემთხვევებში სწორად შერჩეული მკურნალობა შვების და ხშირად სასურველი შედეგის მომტანია.
შფოთვითი დარღვევების მკურნალობა პრეპარატებით, მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნეს დანიშნული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სპეცილისტის რეკომენდაციით, გააგრძელებთ ან შეცვლით მკურნალობის ტაქტიკას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა