მოგესალმებით,
სავარაუდოდ გულისხმობთ მაჯის გვირაბის სინდრომს, რომელზეც მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
მაჯის გვირაბის სინდრომი არის ხელის მტევნისა და მკლავის დაავადება, რომელიც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას, ჩხვლეტის შეგრძნებასა და სხვა სიმპტომებს. მაჯის გვირაბის სინდრომი გამოწვეულია მაჯაში არსებულ ნერვზე ზეწოლით.
მაჯის გვირაბის სინდრომი იწყება თანდათანობით და ახასიათებს დროებითი მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში. სინდრომი დაკავშირებულაი მაჯის და მტევნის დისკომფორტთან.
მისი სიმპტომებია:
ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა. თქვენ ეს სიმპტომები შესაძლოა აღიქვათ მტევანსა და თითებზე, განსაკუთრებით კი ცერზე, საჩვენებელზე, შუა და არა თითზე, მაგრამ არა ნეკა თითზე. ეს გრძნობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხელში რაიმე საგანი გიჭირავთ.
სიმპტომები აგრეთვე ხელს უშლიან პაციენტს დაძინებაში. გრძნობა შეიძლება მაჯიდან მკლავზეც გავრცელდეს.
მკურნალობისათვის უნდა მიმართოთ ნევროლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ რა არის ,მაჯის სინდრომი,ვის უნდა მივმართო ნევროპათოლოგს თუ ქირურგს? გმადლობთ
პასუხი: