წელის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: დილამშვიდობის,. სამი წლის წინ ვიმშობიარე, გავიკეთე ხერხემალში გაუტკივარება, მის მერე დამეწყო კისრის, წელის და საერთოდ ზურგის ტკივილი თანდათან მომიმატა, ღამე ვერ ვბრუნდები ისე მაწუხებს, ვიყავი ექიმთან ნევროპათოლოგთან გავიკეთე მასაჟის და ნემსების სახით 5 სეანსი, კიდევ თერაპევტის დანიშნულებით ორი ნემსი n evroxine forte და karnilev. შედეგი არანაირი არ მაქ. როგორ მოვიქცე რას მირჩევთ რა შეიძლება იყოს და ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით, 

სპინალური გაუტკივარება წარმატებით გამოიყენება საკეისრო კვეთის დროს.

დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.

თუმცა ცხადია,  დისტანციურად კატეგორიული მსჯელობა დაუშვებელია და საჭიროა გარკვეული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.

წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია,მათ შორისაა ხერხემლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური პრობლემები, რადიკულოპათია და ა.შ.

საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

კონსულტაციისას თუ გამოიხატება, მაგნიტურ–რეზონანსული კვლევით საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა