თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების კვლევა - ნევროლოგია

კითხვა: არ ჩამიტარებია არანაირი კვლევა, მირჩიეს ჩამეტარებინა ეს აქცია რომედმდეა? ფინანსური პრობლემების გამო ტომოგრაფიას ალბათ ვერ შევძლებ და ეს გამოკვლევა თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია ხომ მომცემც რამე პასუხს ან შედეგს?
პასუხი:

თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს ვიკვლევთ ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა, სტენოზის არსებობის შემთხვევაში სტენოზის ხარისხის შეფასება და სხვა.
თუ თავის ტკივილები (შაკიკი) სისხლძარღვთა პათოლოგიებითაა გამოვლენილი, მაშინ შესაძლოა თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევით გაგეცეთ ამომწურავი პასუხი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუმცა, თავის ტვინის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა.
ორივე კვლევა, პაციენტთა დიდი მომართვიანობისა და თხოვნის გათვალისწინებით გაგრძელდება მომდევნო თვეშიც.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ, აუცილებლად ჩაეწერეთ წინასწარ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა