ტვინის შერყევა - ნევროლოგია

კითხვა: 5 დღის უკან მივიღე ტვინის შერყევა მაინტერესებს სამსახურში გასვლა რამდენი დღიდანაა შესაძლებელი
პასუხი:

მოგესალმებით,
არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ტვინის შერყევის შემდეგ, რჩება მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, გაღიზიანება, შფოთვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ადვილად დაღლა, ხმაურსა და სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა.
თუ პაციენტი, ქცევის რეჟიმს არ დაიცავს, შეიძლება აღდგენის პერიოდი გაუხანგრძლივდეს და გაუჩნდეს თავის ტვინის შერყევის სხვადასხვა ნარჩენი მოვლენა, მაგალითად ასთენიური სინდრომი, ვეგეტაციურ–სისხლძარღვოვანი დისტონია.
რეაბილიტაციის პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად ემორჩილება პაციენტი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
მიმართეთ პირად ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა