კითხვა: გამარჯობა ყურებში მაქვს შუილის გრძნობა საღამოს საათებში და ხანდახან თავის ტკივილები.მაქვს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი.ეს ამის ბრალი შეიძლება იყოს თუ...კომპიუტერთან მიწევს ხშირად ურთიერთობა.დაღლილობაც მაწუხებს და ძილის შეგრძნებაც
პასუხი:
მოგესალმებით,
ყურებში ხმაურის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:
- ყურის ანთება;
- გოგირდოვანი საცობი;
- უცხო სხეული სასმენ მილში;
- სასმენი ნერვის დაზიანება;
- ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს:
- თავის ტრავმამ;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა;
- კისრის მალების ოსტეოქონდროზმა;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს:
- კოფეინი;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- არტერიული წნევის მომატება;
- ათეროსკლეროზი;
- ალერგია;
- ანემია;
- თირეოტოქსიკოზი ;
- ნევროზი და სხვა პათოლოგიები.
თქვენი დატვირთული გრაფიკიდან და სხვა სიმპტომებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზეზთა შორის შესაძლოა იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
სწორი და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კვლევების სრული პაკეტი, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31237/gawukhebt-khshiri-tavis-tkivili,-tavbruskhveva,-wonasworobis-darghveva,-shuili-yurebshi-
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!