მოგესალმებით,
ზოგადად, კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია და უპირატესად ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე შესაძლებელია, მიზეზი იყოს:
- დისკოს თიაქარი
- მალების სპონდილოზი.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
დიაგნოზის დასასმელად კი, შესაძლოა დაგჭირდეთ ელექტრომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უპრეცედენტო ფასდკალებას ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი და ტრავმატოლოგი. რომელთანაც აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და ტარდება:
- ტრავმატოლოგთან – ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
- ანგიოლოგთან – ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !