კითხვა: ვარ 26 წლის.მაქვს ხერხემლის გამრუდება და ძალიან მაწუხებს დღის განმავლობაში ადვილად მეღლება ზურგი და მტკივა.. რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამას თუ არის საშიში მომავალში. ვის შეიძლება მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
სკოლიოზი, ხერხემლის სვეტის გამრუდება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ასიმეტრიის ზრდა, ოსტეოქონდროზი, თიაქარი და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.
გირჩევთ ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ასეთი კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ერთი სეგმენტის ფასად 270 ლარად ნაცვლად 420 ლარისა და მიიღებთ ექიმ–ნეიროქირურგის კონსულტაციას უფასოდ.
აღნიშნული აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა