კითხვა: პატ. ექიმო დილით გაღვიძებისთანავე მეწყება საზიზღარი უხასიათობა, თავბრუ, შიშები, უინტერესობა, ვღებულობ ლორაფენს 1მგ, ფენაზეპამს, არავითარი შედეგი, მხოლოდ ნაშუადღევს ეს ყველაფერი ნელნელა ალაგდება და თავს შედარებით ბევრად უკეთ ვგრძნობ, ღამით კარგად მძინავს, რას დავაბრალო? წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით.
ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან განსასხვავებლად. როდესაც ცნობილია შფოთვითი დარღვევების გამომწვევი მიზეზი და ის მართვადია, შესაძლებელია სრული განკურნება. თუ მიზეზი უცნობია შფოთვა შეიძლება ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასეთ შემთხვევებში სწორად შერჩეული მკურნალობა შვების და ხშირად სასურველი შედეგის მომტანია.
შფოთვითი დარღვევების მკურნალობა პრეპარატებით, მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნეს დანიშნული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სპეცილისტის რეკომენდაციით, გააგრძელებთ ან შეცვლით მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა