თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მეუღლეს სისტემატიურად აწუხებს თავის ტკივილები 44 წლისაა. ბოლო ოთხი დღეა წევს და მხედველობას უჩივის თან სვავს უზომოდ ციტრამონს და რაუნატინს არც გამაყუჩებელი შველის თავზე ექიმთან არ მიდის თანხის გამო
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

თავის ტკივილის მიზეზი საკმაოდ ბევრია, მათ შორისაა:

  • სისხლძარღვოვანი დაავადებები;
  • საფეთქლის არტერიიტი;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი;
  • გლაუკომა და ა.შ.

როგორც მოგვითხრობთ, მეუღლეს აღენიშნება მხედველობის დაქვეითებაც. შესაძლოა, მიზეზთა შორის იყოს არტერიული ჰიპერტენზია.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ, აუცილებელია თქვენმა მეუღლემ კონსულტაცია გაიაროს შესაბამის სპეციალისტთან, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad-- 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა