მოგესალმებით,
დაბუჟება
დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან.
თითების დაბუჟება
ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ რენტგენოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა სკოლიოზი.
სკოლიოზი
იგი ხერხემლის სვეტის გამრუდებაა და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით.
ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
- ოსტეოქონდროზი
- მალთაშუა თიაქარი.
ასევე, ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკის აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, საჭიროების შემთხვევაში დიაგტნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება ანგიოლოგი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ნევროლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!