თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა,თავი მტკივა მესამე დღეა,დილას ვიღვიძებ თავის ტკივილით,თითქოს თავი დამძიმებული მაქვს,ვარ 35წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის.
სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია, უმეტესად ტვინის გარსების, ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება. ასევე შესაძლოა იწვევდეს ქალასშიგა წნევის მომატება, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპოტონია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა. თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოკალიზაციას, დაწყების დროს, მიმდინარეობას და თანმხლებ ნიშნებს.
თქვენს შემთხვევაში პასუხის გაცემა დისტანციურად გამომწვევ მიზეზებზე არაკორექტული იქნება, სავარაუდოდ საქმე ეხება სისხლძარღვოვანი წარმოშობის მიზეზს, თუმცა, უმჯობესია, გაიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია, რათა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, ჩაგიტარდეთ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევა და გაგცეთ ამომწურავი პასუხი.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან ვიზიტს შეძლებთ უფასოდ, საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა