ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.1კვირაა თავბრუსხვევას ვგრძნობ, თითქოს გაბრუებული ხარ და თვალებშიც მიბნელდება, მაწუხებს სინათლე და ხმაური და მიზეზი რა შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენი მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ვესტიბულოპათიას, ვესტიბულური აპარატის დარღვევის ერთ–ერთი გავრცელებული მიზეზს, ან მეინერის დაავადებას, რომელიც ასევე წარმოადგენს საკმაოდ ხშირ ვესტიბულურ დარღვევას.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს. ანამნეზის შეკრებისა და ობიქტური შეფასების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ კვლევებს, რითაც დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
ასევე, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ოტო–რინო–ლარინგოლოგი.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა