მოგესალმებით,
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება:
- თავის ტვინი;
- მხედველობის ნერვები;
- ზურგის ტვინი.
რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას.
დაავადების განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა მისი უშუალო მიზეზი სამწუხაროდ, უცნობია. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, მას ე.წ. ნელი ინფექციები (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა) იწვევს. ამ ინფექციათა გამომწვევები ორგანიზმში დიდხანს რჩებიან, ხელსაყრელ პირობებში აქტიურდებიან და გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელ აუტოიმუნურ პროცესებს რთავენ.
მისგან სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანი ნორმალური ცხოვრების რიტმით ვერ იცხოვრებს.
მასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია ცხოვრების სტილის შეცვლა, მაგალითად:
- დაისვენეთ;
- ივარჯიშეთ;
- მაქსიმალურად ეცადეთ, რომ იყოთ გრილ გარემოში, რადგან გაფანტული სკლეროზის სიმპტომები უარესდება, როცა ორგანიზმის ტემპერატურა მაღლა იწევს;
- იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით და ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებით გაანებივრეთ;
- მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
- არ მოწიოთ სიგარეტი.
იქონიეთ კონტაქტი თქვენს მკურნალ ექიმთან, ხოლო თუ გსურთ ჩვენი კლინიკის ნევროლოგის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!