მეხსიერების დაქვეითება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ალბათ მეტყვით დღეს ყველას ნერვოზი აქვსო.წლების უკან ძალიან რთულად გადავიტანე ნერვოზი ფსიქოტროპულებით ძლივს დავემსგავსე ადამიანს.მერეც კი მქონდა ნერვოზი მარა ალბათ ისეთი დღეს ყველას რომ აქვს.ამის შემდეგ ბევრი ძლიერი სტრესების შედეგად მეხსიერება დამიქვეითდა.ვარ 33წლის მყავს 3 შვილი.ეხლაც ესე მჭირს ოღონდ პერიოდულად ოღონდ მეხსიერების დაქვეითებას არ ვეძახი იმას რამე თუ არ მახსოვს სად დავდე.არა უფრო რთულად ხშირად საკუთარი თავიც მავიწყდება ვინ ვარ ოღონდ მერე მიბრუნდება.მარა არის რაღაცეები რაც ამომეშალა ტვინიდან
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი სერვისის სტანდარტიდან გამომდინარე, პასუხს მითითებულ ნომერზე ვერ გამოვაგზავნით, ვიმედოვნებთ, რომ მოახერხებთ ელ.ფოსტაზე იხილოთ.
მეხსიერების დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად: ყურადღების დეფიციტით, გუნება-განწყობილების ძლიერი დაქვეითებით, ანუ დეპრესიით, ძლიერი სტრესის ზეგავლენით, ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.
საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზებია: შფოთვა და დეპრესია, ძლიერი სტრესი, გონებრივი გადატვირთვა ან პირიქით დაბალი გონებრივი აქტიურობა, ამიტომ ეცადეთ, დააბალანსოთ სამსახური - დასვენების განრიგი, გამონახეთ დრო თქვენი სასიამოვნო საქმიანობისთვის. ეცადეთ მისცეთ განვითარება თქვენს უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების მიმართულებით.
დისტანციურად მედიკამენტებზე ვერ მიგითითებთ, ეს არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ნევროლოგი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და დაგინიშნავთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა