ნეკნების ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მიპასუხოთ რა იწვევს ყოველ ღამეს ნეკნთა შუა ტკივილები? ბებიაჩემს აწუხებს ყოველ ღამეს საშინელი მწვავე ტკივილებით იტანჯება ვერ გავიგე რისი ბრალია ან რატო უნდა აწუხებდეს ასე როცა დღისით ნორმალურად არის და მხოლოდ ღამე ემართეება ასეთი მწვავე ტკივილები ..... და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ თუ რ ისი ბრალი იქნება ეს გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,

როგორც წერილიდან ჩანს, ტკივილი აღმოცენდება ღამით, საწოლში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკავშირდება წოლით პოზიციას.
ეს, როგორც წესი, აღინიშნება მაშინ, როდესაც ასაკოვან ადამიანებს ემართებათ ხერხემლის სხვადასხვა ტიპის გადაგვარება:

  • სკოლიოზი;
  • ართროზი;
  • ართრიტი;
  • ხონდროზი და ა.შ. 

ასეთ შემთხვევაში ზურგზე წოლისას ხდება პათოლოგიურ უბნებში საინერვაციო ზონებზე ზეწოლა, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს ტკივილი.
დიაგნოსტირებისათვის საჭიროა, პაციენტმა ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.
მოგახსენებთ, რომ ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს – მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 
დიაგნოსტირების შემდეგ, პაციენტს დაენიშნება აპრობირებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა