მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ნევროზი;
- მეხსიერების დაქვეითების დიაგნოსტირება;
- აქცია – ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირება.
ნევროზის სახელით დღეს უამრავ პათოლოგიურ მდგომარეობას იხსენიებენ.
ნევროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციის მოშლა, თუმცა ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის.
რაც შეეხება მეხსიერების დაქვეითებას მოგახსენებთ, რომ ზოგადად, მეხსიერება ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ.
დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას , რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ.
თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგის კონსულტაციასა და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tu-gawukhebt-mekhsierebastan-dakavshirebuli-problemebi/31584
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!