სისხლძარღვოვანი პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა,16წლის ვარ და ხანდახან თავს ქვევით რომ დავწევ ან რაიმე უეცარ მოძრაობას გავაკეთებ თავი მტკივდება თითქოს სისხლი მაწვება. საშიში ხოარარის? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს, როგორც სისხლძარღვოვან, ისე ხერხემლის სვეტის, კერძოდ კისრის მალების პათოლოგიას.
აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე. ამის შემდეგ კი, დაგენიშნებათ მკურნალობა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა