კითხვა: გამარჯობა.გადავიტანე ძლიერი ემოციური სტრესი.ამის შემდეგ გული ცუდად მიხდება ამ ბოლო დროს თავში სიმძიმე დამეწყო.ალაგ ალაგ თავში სიცივეს ვგრძნობ.მაღიზიანებს ყველაფერი.ხმაური ზედმეტი ლაპარაკი.პარკების წრიწინი.ვფიქრობ რომ ეს ნერვოზია.თქვენი რჩევა კი უფრო დამეხმარება
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მუშაობის მოშლა).
ნევროზისთვის დამახასიათებელია:
სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ), ემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა და ა.შ.
ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება: ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ ფაქტორების შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია.
ნევროზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება.
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სპეცილისტის რეკომენდაციით, დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა