იშემიური ინსულტი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, 45 წლის ასაკში დაგვემართა იშემიური ინსულტი, დღეს უკვე არის მე-13 დღე, ქუთაისის კლინიკაში წევს, თავიდან ცოტა ქონდა არეული აზროვნება თანდათანობით გამოდის მდგომარეობიდან, ხელ-ფეხი (მარცხნივ) გათიშული აქვს, მასაჟები უკეთდება, მე-13 დღეა და კლინიკიდან წერენ, ეს თუ შესაძლებელია. მინდა გკითხოთ 45 წლის ახალგაზრდაა თუ აქვს უფრო მეტი შანსი რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ხელ-ფეხი აღუდგეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
უკვე გადატანილი ინსულტის არსებობისას მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ღონისძიებები და ასევე, შემდგომი ინსულტების პროფილაქტიკა.
ინსულტი, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითაც განვითარდეს.

ishemiuri_insulti


ჩვენ არ ვიცით პაციენტის დაავადების ანამნეზი და შესაბამისად პროგნოზსაც ვერ გავაკეთებთ, თუმცა იმისათვის, რომ გაირკვეს, რა რისკები ახლავს ამ კონკრეტულ შემთხვევას, საჭიროა ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და შემდგომ, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.
შესაძლებელია, რომ კვლევების შედეგად გამოვლინდეს ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების სტენტირების საჭიროება, რაც შემდგომში დაიცავს პაციენტს ინსულტის რეციდივისგან.
ასევე შესაძლებელია პაციენტს ესაჭიროებოდეს საძილე არტერიებზე ოპერაციული ჩარევა, რაც ასევე განმეორებითი ინსულტის პროფილაქტიკას წარმოადგენს.
ვიმედოვნებთ, კლინიკა, რომელშიც იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს და მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში კი, შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა - თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თრომბექტომია, შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას.
საჭიროა ხაზი გაესვას, რომ ამ მეთოდების გამოყენება შესაძლებელია მწვავე დაწყებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომ კი ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და მათ გამოყენებას აზრი ეკარგება.
გადატანილი ინსულტის შემდგომ მკურნალობის პრინციპები კი მედიკამენტურ თერაპიას, რეაბილიტაციის მეთოდების გამოყენებას და ზემოთაღნიშნული ოპერაციული ჩარევების გამოყენებას ეფუძნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ინსულტის ოპერაციული პროფილაქტიკის მეთოდებია ბრაქიოცეფალური არტერიების სტენტირება ან ღია წესით საძილე არტერიების პლასტიკა. ეს მეთოდები დანერგილია და წარმატებით სრულდება ჩვენს კლინიკაში. შესაბამისად, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ ეს მომსახურება.
ამომწურავი ინფორმაციის მიღება ჩვენი კლინიკის შესაძლებლობების შესახებ, შეგიძლიათ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დროს, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა