ვიზიტი სპეციალისტთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს თავის ტკივილები ხოლმე წამომაწობა და გაიჟრიალებს თავში გამიის მერე თავისტკივილი მაგრამ ისევ მეწყება. გულზე ჩხვლეტებს ვგრძნობდი ვიყავი ექიმთან არაფერი მქონდა გულზე მერე ნერვოპათალოგთან ვიყავი ნერვიზი გაქვსო დავიწყე წამლების დალევა რაც დამიწერა მაგრამ. ისევ მტკივა თავი ი სევ ის გაჟრიალებით რომელიც წამიერია და ჩხვლეტებს ვგრძნობ ისევ ხან ბეჭში მუცელშიც და ხელის თითებში და რააა რის ბრალია
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია , თუმცა შესაძლოა თქვენი ჩივილები, როგორც თქვენმა მკურნალმა ექიმმა მოგახსენათ, უკავშირდებოდეს ნევროზს.
ასევე, აღნიშნული სიმპტომები, დაბუჟების შეგრძნება თითებში, თავის ტკივილი, ახასიათებს ხერხემლის პათოლოგიასაც.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს რომელი კვლევების ჩატარება იქნება უპრიანი.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა