თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: ხომ ვერ მეტყვით მაქვს დამძიმებული თავის ტკივილი და მგონია სიმსივნე მაქვს ზოგადად მჭირს რაღაც ფობიები აკვიატებული აზრები თავზე გადაღებული მაქვს 3 წლის წინ კომპიუტერული ტომოგრაფია და ეხლა რამდენად საჭიროა კიდევ გადაღება
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.
თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით. ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ., ამ ტიპის თავის ტკივილი ხშირად წარმოიშობა ემოციური დაძაბულობის (შფოთვის, სტრესის, დეპრესიის) დროს. ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვირუსული ინფექცია. შესაძლებელია გამომწვევი იყოს შაკიკიც, შაკიკს შეტევითი, ძლიერი, მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი ახასიათებს, რომელიც რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ გამეორდეს, შესაძლოა, თვეში რამდენიმეჯერ. ხშირად თან ახლავს გულისრევა ან ღებინება (რომელიც ტკივილს ამსუბუქებს), სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. თუ გაიკეთეთ CT კვლევა (კომპიუტერული ტომოგრაფია) და დასკვნაში არ გამოიკვეთა არავითარი პათოლოგია, მაშინ შესაძლოა განმეორებით აღარ საჭიროებდეს გადაღებას, თუმცა ეს ექიმის პრეროგატივაა და დისტანციურად პასუხის გაცემა არაკორექტულია.
იმისათვის , რომ დავაზუსტოთ თუ რა იწვევს ამ სიმპტომს, თქვენს შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას პარასკევს, გაცნობებთ რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ, ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა