ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით.. დაახლოებით 1 წლის წინ შეიძლება არაა გასული ეს ერთი წელიც დავარტყი თავი კარებს.. ბავშვები აბაზანიდან გამომყავდა და ფეხი დამიცურდა.. დარტყმის დროს თვალებში დამიბნელდა ცოტა დამაკლდა რო გონება არ დამეკარგა.. ღებინება ან რამე არ მქონია და ერთი ორი თვეა დამეწყო ტავის ტკივილები ცოტა მეტიც თავ ბრუს ხვევა და ღებინების შეგრძნება.. მოძრაობის დროს თავის ტკივილი ან რო ვცეკვავ ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს გამოლაყებული მაქვს და ძალიან მეშინია..
პასუხი:


მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ტვინის შერყევის შემდგომ სინდრომთან დაკავშირებით. მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, თქვენი ჩივილები სწორედ ამ პათოლოგიას უკავშირდებოდეს.
მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეისწავლის, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
შესაძლოა, დიაგნოსტირებისათვის დაგჭირდეთ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. ასეთ შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ თავის ტვინის მრტ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad  
ნევროლოგის უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა