მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ტრემორი ნერვული სისტემის დაავადებებით არის ხოლმე გამოწვეული, რომელიც იწვევს რითმულ კანკალს.
იგი სხეულის თითქმის ყველა ნაწილში შეიძლება იყოს გამოხატული, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად მაინც ხელის მტევნებში ვლინდება.
ერთჯერადად აღმოცენებული ტრემორი, კი დაავადება არ არის.
როგორც ჩანს, თქვენ ის გქონდათ ეპიზოდურად და უკავშირდებოდა წერის პროცესს.
ვფიქრობთ, ხელის კანკალი გამოიწვია იმან რომ დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაში იყო მტევანი და ხანგრძლივად წერდით.
თუ სხვა დროს ტრემორი არ აღგენიშნებათ, საშიში არაფერია და არ საჭიროებს სპეციალისტთან ვიზიტს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !