მოგესალმებით,
კალციუმი - არის მინერალი, რომელიც ძალიან რთულად შეთვისებადია, საკვებთან ერთად ორგანიზმში შეიწოვება კალციუმის მხოლოდ 20-30%, მისი დიდი წილი კი, ორგანიზმს უცვლელად ტოვებს.
თქვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ საქმე ეხება ოსტეოპოროზს რომელიც არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება.
ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად, პრეპარატთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა და თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !