მოგესალმებით!
თვალშიგა წნევა ანუ ოფთალმოჰიპერტენზია შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის დაავადებით ან ჰქონდეს სიმპტომური ხასიათი ან იყოს სხვა, მაგალითად, ენდოკრინული სისტემის დაავადების - თირეოტოქსიკოზის, ჰიპოთირეოზის - შედეგი. იგი ზოგჯერ ვითარდება ჰორმონული პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების ან ატროპინის შემცველი პრეპარატის მიღების ფონზე. წნევის მომატების მიზეზეზი შეიძლება იყოს ნერვული აგზნებადობა, წყლის ჭარბი მიღება, ფიზიკური დატვირთვა, როდესაც ადამიანი თავდახრილი ვარჯიშობს თუ მუშაობს.
როდესაც პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, თვალების ტკივილსა და თვალებში სიმძიმის შეგრძნებას, წითელი თვალის სინდრომს, ბუნდოვან ხედვას პირველ რიგში ვეჭვობთ გლაუკომას.
გლაუკომის დიაგნოზის დადგენა უცბად არ ხდება. აუცილებელია, საქმეში ჩავრთოთ მხედველობის ველის გამოკვლევა, ბიომიკროსკოპია და თვალის ფსკერის დათვალიერება. ამ დაავადების დროს ყალიბდება სიმპტომთა ტრიადა:
- მხედველობის ნერვის სრული ან ნაწილობრივი ატროფია;
- მხედველობის ველის შევიწროება;
- ომატებული თვალშიგა წნევა.
გლაუკომა რთული დაავადებაა და ექიმისა და პაციენტისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა, არის პოლიპროფილური, რაც მკურნალობას გაგიადვილებთ, რადგან არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალისტებთან ვიზიტი.
რაკი პაციენტს აქვს ეჭვი რომ შესაძლებელია სისხლძარების პათოლოგიას ჰქონდეს ადგილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ექიმ-ანგიოლოგთან, მას სავარაუდოდ ესაჭიროება ექსტრა და ინტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.
ასევე შესაძლოა ჩატარდეს ინვაზიური კვლევა-თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია,რაც ამომწურავ პასუხს გასცემს პაციენტის მოსაზრებას.
გაცნობებთ რომ აღნიშნულ ექიმთან გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე - ორშაბათი, სადაც ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთონ ოფთალმოლოგი და ნევროლოგი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!