მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის თავბრუსხვევა;
- რომელ დაავადებებს ახასიათებს ვერტიგო;
- რეკომენდაცია;
- კლინიკის აქცია-შეთავაზება.
თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ისე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია.
თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი, ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის.
ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- პულსის სიხშირის ცვლა;
- არტერიული წნევის მერყეობა.
თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ჩევნთვის კი, ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად:
- ნევროლოგიური;
- ფსიქიკური;
- გულ-სისხლძარღვთა;
- თვალის დაავადებები;
- ყურის დაავადებები.
ჩივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა არის ჩივილის გამომწვევი, თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.
იმოძრავეთ ნელა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომისას. მრავალ ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება როცა სწრაფად დგება. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს. თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.
გამომწვევი მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერი და ნევროლოგთან კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!