მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობით ვითარება გავს ე.წ. "ქრონიკული დაღლილობის " სინდრომს, რომლის მიზეზები მრავალგვარია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს პაციენტს აქვს ბევრი თანმხლები სიმპტომი,როგორიცაა; საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და ა.შ.
ძირითადი ნიშნები კი გახლავთ, გახანგრძლივებული დაღლილობის შეგრძნება, უხალისობა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ქდს-ის დიაგნოსტიკისას აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ასეთსავე სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი.
ქდს რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთა პროფესიაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთები არიან, მაგალითად: ავიადისპეტჩერები, სარკინიგზო ტრანსპორტის ოპერატორები, ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები, ბიზნესმენები, რომელთაც მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად უდიდესი ფსიქოემოციური დატვირთვის ატანა უწევთ, ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები, ავადმყოფები, უმთავრესად - სიმსივნით დაავადებულები, ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ქდს-ს მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის: ცხოვრების არასახარბიელო ეკოლოგიურ-ჰიგიენური პირობები, ზემოქმედებები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმის ზოგადი, იმუნოლოგიური და ნერვულ-ფსიქიკური წინააღმდეგობის უნარს (ნარკოზი, ოპერაციული ჩარევა, ქრონიკული დაავადებები, ქიმიო და სხივური თერაპია, სხვა არაიონიზებული გამოსხივება, თუნდაც კომპიუტერი), ხშირი და ხანგრძლივი სტრესი სამუშაო ადგილზე, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრებისეული პერსპექტივის არარსებობა, ფართო ინტერესების უქონლობა.
სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: თამბაქოს წევა, არასრულფასოვანი კვება, გამოუძინებლობა, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, მათ შორის : ანალგინის, პარაცეტამოლის, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, საძილე და შარდმდენი პრეპარატების.
გასათვალსიწინებელია,რომ ქდს–ს მსგავსი სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საკვებისმიერი ალერგია, გადამეტებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შედეგები, ვირუსული ინფექციები.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის მთავარი პრინციპია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია დამზოგველი რეჟიმი და პაციენტის ხშირი კონტაქტი მკურნალ ექიმთან. აუცილებელია:
დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის მოწესრიგება, ფეხით ყოველდღიური სეირნობა, ამ დროს აუცილებელია დღე-ღამეში 1,5-2ლ სითხის მიღება, ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, B2, B12, C; ფსიქოთერაპია - როგორც აუტოგენური, ისე ჯგუფური.
უნდა მიიღოთ მეტი ცილოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ერიდოთ ალკოჰოლს და სხვა მაგარ სასმელებს.
მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. სასურველია, ადგეთ და დაწვეთ ერთსა და იმავე დროს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პრევენციისთვის ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ გადატანილი ემოციური თუ ფიზიკური სტრესი, ოდნავ მაინც გართულებული ვირუსული ინფექცია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, რომელთანაც გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე ყოველ პარასკევს, ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 11 9 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს ძლიერი გადაღლილობა..ფიზიკურიც და ემოციურიც..კი მძინავს მაგრამ დაღლილს მეღვიძება..12 საათი ვმუშაობ დღეში..ალბათ ამის გამო..ხილი მიყვარს და ვცდილობ ბევრი მივირთვა..მაგრამ..გთხოვთ რამე ვიტამინები ან ნევსები მირჩიოთ..რომ სიხალისე დავიბრუნო..უბრალოდ მგონია რომ მოსიარულე რობოტივით გავხდი
პასუხი: