თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ და იმედია დამეხმარებით. 12 თუ 13 წლის ასაკში თამაშის დროს უეცრად დამეხვა თავბრუ და ვიყავი გაურკვევლობაში თუ რა ხდებოდა, თითქოს ვერ აღვიქვავდი ვერაფერს და გონება თითქოს დამებინდასავით. გარკვეული დროის შემდეგ თავს ისე არ ვგრძნობდი როგორც ამ ამბამდე თითქოს გაბრუებული ვიყავი, და დღემდე ასე ვარ. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ან ხმაურიან გარემოში მემართება სულ ასე თავბრუსხვევა და თითქოს ვერ აღვიქვავ ჩემს გარშემო ვერაფერს. და რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც „მოძრაობის ილუზიაზე“ ან „მოძრაობის ჰალუცინაციაზე“ . თავბრუსხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მიწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია: ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები.
დასაზუსტებელია, თავბრუსხვევის დროს ხომ არ უჩივით კისრის ტკივილსაც?
ზოგადად, არსებობს თავბრუსხვევის 80-მდე მიზეზი. ათიდან ორ შემთხვევაში იგი გამოწვეულია შიგნითა ყურის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებით. ცენტრალური თავბრუსხვევა დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებასთან. თავბრუსხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება.
ამიტომ, შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცის, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ნევროლოგი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა