ენცეფალოგრაფია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, 9 წელია მაწუხებს პერიოდულად თავის ტკივილები , ერთ მხარეს სულ. მარჯვენა მხარეს საფეთქელთან . როგორც კი დავლევ მიგ 400 ან ორ ციტრამონს მიყუჩდება შეიძლება თვეში 5 ჯერ მტკიოდეს გადაღებული მაქვს ენცეფალოგრამა და არაფერი მქონდა გარდა მეშინია რამე ცუდი არ მქონდეს.... რას მირჩევთ რა გადავიღო ? მაქვს სანერვიულო საქმე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ენცეფალოგრაფია;
  • რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება ენცეფალოგრაფიით;
  • რა არის ჰემიკრანია;
  • შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები.

 

EEG

 

 

ელექტროენცეფალოგრაფი წარმოადგენს ელექტროგამზომ ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც რეგისტრირდება თავის ტვინის ბიოელექტრული პოტენციალები. 

კვლევით შესაძლებელია, გამოვლინდეს სხვადასხვა პათოლოგია და დადგინდეს მისი ადგილმდებარეობა.
აღნიშნული კვლევა ძირითადად გამოიყენება ისეთი დაავადების დიაგნოსტირებისთვის როგორიცაა:

  • ეპილეფსია;
  • სხვადასხვა ტიპის სიმსივნე;
  • თავის ტვინის ტრავმა.

რაც შეეხება თავის ტკივილს, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობთ, გამომწვევია ჰემიკრანია ანუ შაკიკი, რომელიც გახლავთ გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადება, ამ დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას.
შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • შიმშილი და ჰიპოგლიკემია;
  • საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, ყავა, ლუდი, ყველი, არაჟანი, ცხელი სოუსები);
  • გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე).

გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა + ნევროლოგის კონსულტაცია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad/31356
კვლევის ჩატარების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, დაგინიშნოთ მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა