პარკინსონი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა 52 წლის მამაკაცს უკანკალებს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხსაც ვერ იმორჩილებს, ორი თვე ექიმის დანიშნულებით იმკურნალა პარკინსონზე თუმცა შედეგი არ აქვს უფრო მეტად უკანკალებს ხელი. ამ შემთხვევაში რა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რომ თავიდან ავიცილოთ უშედეგოდ მკურნალობა??
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ, ზოგად ინფორმაციას. პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს, მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება. თავის ტვინის პროგრესულ დაზიანებას დოფამინის დეფიციტი იწვევს. დოფამინი ნივთიერებაა , რომელსაც ორ ნერვულ უჯრედს შორის ინფორმაცია გადააქვს. ის თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში – შავ სუბსტანციაში გამომუშავდება. პარკინსონის დაავადების დროს სწორედ დოფამინის წარმომქნელი უჯრედები ნადგურდება. ამ ნივთიერების ნაკლებობა კი, თავის მხრივ, იწვევს ნეირონული კავშირების რღვევას და ამით განპირობებულ სიმპტომებს:

  • შებოჭილობა;
  • კანკალი;
  • მოძრაობათა შენელება და გაღარიბება;
  • სიარულის გაძნელება.

პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს და ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემებს, არც ერთი ინსტრუმენტული კვლევა არ იძლევა პირდაპირი დიაგნოსტიკის საშუალებას.
საჭიროებისამებრ, ტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, შეფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და თუ საჭირო იქნება დამატებით კვლევების ჩატარება, მაგალითად, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, შემოგთავაზებთ სპეციალური ფასდაკლების აქციებს, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze/15963
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა