ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ძალიან მტკივა კისერი და მხრები ოსტრეოხონდროზი მაწუხებს ან ნესი ან.მალამო არ არსებობს იქნებ მასწავლოთ რამე მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსეოქონდროზი ხერხემლის მრავალფაქტორული დაავადებაა, რომლის განვითარებაც იწვევს ქსოვილების კვების დარღვევას. მისი ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • განვითარების თანდაყოლილი მანკები;
  • ჰიპოდინამია;
  • ხშირი გაციება;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • არასწორი ვარჯიში;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სკოლიოზი;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა.

აღნიშნული პათოლოგიის დროს შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა ჩივილებმა როგორიცაა:

  • წვის შეგრძნება;
  • დისკომფორტი;
  • ადვილად დაღლა;
  • დილის შებოჭილობა და ა.შ.

შესაძლოა გარკვეულ მოძრაობაზე „გაჭედვა“, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ სტატიკურ პოზაში. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები :

  • კიდურების ტკივილი;
  • დაბუჟება;
  • სისუსტე;
  • ფუნქციის მოშლა.

რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია ისეთი თანმხლები დაავადებების დროს როგორებიცაა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სისხლძარღვოვანი კრიზები;
  • აქტიური ანთებითი პროცესი და ა.შ.

გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა