მოგესალმებით,
გულმკერდის არეში ტკივილი, კარდიოლოგიური პათოლოგიების გარდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ხერხემლის პათოლოგიებს და მასთან ერთად ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის ამა თუ იმ ტიპის მოშლას.
არსებობს მრავალი მიზეზი, რაც იწვევს გულმკერდის ტკივილს. ჩამონათვალი კი, გაცილებით ფართო იქნება, თუ მოვიცავთ ყველა დაავადებას. ამიტომ, შეუძლებელია აღწერილ სიმპტომებზე დაყრდნობით დავსვათ დიაგნოზი.
საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტირება, არამედ საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა.
თუ ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, სხეულის მოძრაობის დროს ან ზედა კიდურების ზევით აწევის დროს ვითარდება ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი, სკოლიოზი, ნეკნთაშუა ნევრალგია და მიოზიტი (კუნთების ანთება).
შესაბამისად, რაკი კარდიოლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და შეგერჩევათ მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.
შესაძლოა, კვლევასა და მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და კონსულტაციის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: თავიდან მაწუხებდა ტკივილი მკერდის მარჯვენა მხარეს.ექიმი მიხვდა რენდგენის სურათიდან ნეკნების მოტეხილობის ბრალი რომ იყო,რამდენიმე წლის უკან დავიზიანე. ახლა მკერდის მარცხენა მხარეს გადაინაცვლა ტკივილმა,კარდიოგრამის გადაღების შემდეგ გულზე დაზიანებას ვერ ვამჩნევოთო არც პირველ და არც მეორე შ ემთხვევაში,ტკივილი კი ისევ მაწუხებს პერიოდულად ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ზოგჯერ შუა მკერდში.ვარ 61 წლის
პასუხი: